რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) თურქეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:30 წუთზე დაფიქსირდა, ეპიცენტრი კი, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, დენიზლის რაიონში იყო. რამდენიმე წუთში მას განმეორებით 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოყვა.

დენიზლის მერის, ბირსენ ჯელიკის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მერის თქმით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×