რეზონანსი
09.08.2019

 სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ჟურნალისტ მერაბ ხაჩიძის მიერ გამოქვეყნებულ ისტორიას, სადაც წერს, უცხოელ სტუმარს როგორ შეაყარა სიგარეტის ნამწვავები სახეში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ხანდახან ასეთებიც ვიცი და დღეს დილით, გურიიდან მომავალმა, საკუთარი თანამეცხედრე ხაჭაპურზე და ყავაზე დავპატიჟე, ბუნებაში. გვერდით მაგიდასთან ვიღაც მუტრუკი უცხოელი იჯდა ორ თავპირახვეულ ქალთან და ალბათ გამყოლ ქართველთან ერთად. წინ მსუყე საუზმე ელაგათ. როცა საუზმეს მორჩნენ, ჩემგან ზურგით მჯდომი კაცი წამოდგა, გაიხედ-გამოიხედა, ჩემკენ წამოვიდა და გაოცება რომ ვერ მოვასწარი ისე, ცხვირწინ რომ მედო, იმ საფერფლეს უბოდიშოდ დააჭყლიტა თავისი ანთებული სიგარეტი!

წამიერად შევცბი, მარა უცბად თითით ვანიშნე, ახლოს მოსულიყო. ღიმილით დაწია თავი და მეც შიგ სიფათში შევაყარე საფერფლის ნაგავი! თანაც, გურული ლობიოსავით მსუყედ შეკმაზული დაშხოშიანი “ქართული” მივაყოლე!

ვიდრე საქციელწამხდარი აზრზე მოვიდოდა, მისი თანხმლები ქართველი მოვიდა და რაღაც უთხრა. ამანაც რაღაც უპასუხა.

– ბოდიშს ხომ არ ელოდება-თქო? – ვკითხე!

– არა, ბატონო, ამისი საქციელისთვის ბოდიშს მე გიხდით, მაგრამ მეკითხება, ვერ გავიგე, ვინ არის და ასე რატომ გაბრაზდაო?!

– ვინ ვარ და ბაში-აჩუკი! – წყნარად ვთქვი და ცოლს გადავხედე ამაყად!

რა ვართ ეს ქართველები, რა! სიგარეტს არ ვიქრობთ ცხვირზე!” – წერს მერაბ ხაჩიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×