სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, ოქრუაშვილი/ქიბარ ხალვაშის დოკუმანთან დაკავშირებით წერია, რომ დოკუმეტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის, გარდა ამისა ქართველ ექსპერტებს გერმანელი ექსპერტების დასკვნაში ეჭვი შეაქვთ.
იურისტი და უფლებადამცველი ლია მუაშავრია „რეზონანსთან" ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპერტიზების ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები არსებობს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაასაბუთოს სხვადასვა დასკვნებიდან რომელს ენდობა, ან თუ არცერთს არ ენდობა - რატომ.
„სასამართლომ უნდა იმსჯელოს და უნდა დაასაბუთოს სამი სხვადასხვა დასკვნიდან რომელს ენდობა, ან თუ არცერთს არ ენდობა - რატომ. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად არის ჩატარებული ექსპერტიზა, რა მეთოდოლოგია იქნა გამოყენებული და ეს მეთოდოლოგია რამდენად უკეთესია,რამდენად უფრო ახალია ან უფრო თანამედროვეა, იმასთან შედარებით, რომელი ექსპერტიზებიც იყენებდნენ სხვა მეთოდოლოგიას.
„ბევრი მნიშნელოვანი ელემენტია, რომლის მიხედვითაც სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გააკეთოს დასკვნა. ჩემთვის ასე შეუძლებელი იქნება რაიმე დასკვნის გაკეთება, მით უფრო, რომ დოკუმენტს არ ვიცნობ, მაგრამ ამაზე ცალსახად უნდა იმსჯელოს სასამართლომ. ისე კი ერთს გეტყვით, რომ სამხარაული იმის გამო, რომ მონოპოლისტია და ერთადერთია ამ ქვეყანაში, თანდათან რომ ხარისხს აუარესებს და კრიტერიუმებს ამცირებს, ეს ცალსახაა." - ამბობს იურისტი.
მუხაშავრიამ ქართველი ექსპერტების მიერ გერმანელ კოლეგების დასკვნების ეჭქვეშ დაყენებაზეც გააკეთა კომენტარი.
„რატომ უნდა ემსჯელა სამხარაულს გერმანულ დასკვნაზე, არ მესმის. ექსპერტიზას წარედგინება დოკუმეტები და ექსპერტიზას დაესმება კონკრეტული კითხვები, სხვა ექსპერტიზის შეფასება ექსპერტიზის ფუნქციებში არ შედის.
„სასამართლომ ყველა დასკვნა ყურადღებით უნდა შეისწავლოს, რომელიც მის წინაშე იქნება წარმოდგენილი და იმსჯელოს იმის მიხედვით, რაც ზემოთ აღვნიშნე", -ამბობს იურისტი „რეზონანსთან".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, 2010 წლის 4 თებერვალს გერმანიაში შედგენილი დოკუმენტი ადასტურებს, რომ „რუსთავი 2" არა ქიბარ ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის.
ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები კი დღეს გავრეცელებულ სამხარაულის ბიუროს დასკვნას გაყალბებულს უწოდებენ.