რეზონანსი
09.08.2019

 (რეზონანსი) პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

„რამდენიმე წუთის წინ გამოვედი მისგან, ნორმალურად, მხნედ და ბრძოლის ხასიათზეა. მან იცის, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივი პროცესები არ არის და შესაბამისად, არც ელოდება რამეს. თუმცა, ჯერ არაფერი ვიცით და არაფერ კონკრეტულს არ ელოდება", - აცხადებს ჭაბაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რა გეგმები აქვს ოქრუაშვილს, ან ელოდება თუ არა ის, რომ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს, ადვოკატი აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.

„სამოქმედო გეგმასთან და კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, აქვს. მასთან ჩემს გარდა, სხვაც შედის და სხვების მეშვეობით აქვს თავის თანაპარტიელებთან კომუნიკაცია, მე - ნაკლებად. ჯერ ძნელია, რამე პროგნოზი გააკეთო, მაგრამ რადგან პროცესი სამართლებრივი არ არის, ის ალბათობაც დასაშვებია, რომ ციხეში გამოკეტონ, იმის ალბათობაც დასაშვებია, რომ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და პატიმრობაში აღარ იყოს. ამიტომ ამაზე საუბარი ძნელია", - განაცხადა ჭაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ოქრუაშვილი, ქიბარ ხალვაშის დოკუმენტტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დასკვნაში წერია, დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.

ოქრუაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ ისინი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, ოღონდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×