რეზონანსი
09.08.2019

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მას ბრალი სსკ-ს 220 მუხლით წარუდგინეს. განცხადება გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

ბრალდება საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

„გამოტანილი არის დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია," - განაცხადა პროკურორმა.

ნიკა გვარამია დღეს 17:00 საათზე პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×