(რეზონანსი) ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" თავმდჯომარე გია გაჩეჩილაძე "2020NEWS" - თან გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის მიერ ბორდრიზაციის მორიგ ფაქტს ეხმაურება.
დეპუტატი ოკუპანტი ქვეყნის ქმედებებზე პასუხიმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ ყველაფერი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღალატის ნაწილია.
"ეს უბედურება ახლა არ დაწყებულა. ღალატი იწყება 2004 წლიდან, როდესაც "ნაცმორაობამ"დარეგულირებული ცხინვალის კონფლიქტი აურია. რუსეთთან კონფლიქტი საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით მოგვარდება, რომლებმაც ძალიან კარგად გაიგეს 2008 წელს რა მოხდა, კერძოდ, რამხელა ღალატი ჩაიდინა "ნაცმოძრაობამ" საქართველოს წინააღმდეგ. აგვისტოს ომი იყო სუფთა რუსული სცენარი, რომელიც სააკაშვილმა განახორციელა რუსეთთან ერთად.
ახლა მთავარია, სწრაფი დაახლოება ევროკავშირთან და ნატოსთან, რათა ჩვენ ძლიერი ზურგი გვქონდეს. მოსკოვში ვიღაც იდიოტების ჩასვლა და დუმის დეპუტატებთან საუბარი საქმეს არ შველის. მთავარია, ძალთა ბალანსი. თუ ძლიერი ხარ, ყველაფერს მოაგვარებ. ვაკვირდები, ნელ-ნელა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" ლუსტრაცის ხდება, როგორც რუსეთის დასაყრდენი ძალისა საქართველოში. საქართველოში, ფაქტობრივად, რუსეთმა ღია ბრძოლა დაიწყო "ნაცმოძრაობის" მეშვეობით", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
გორის მუნიიპალიტეტის ერთ-ერთ სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის მიერ განხორციელებული ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი ფიქსირდება.