ია აბულაშვილი
09.08.2019

 „ჯერ ერთი თვეც არ არის გასული, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ ძიება დაიწყო და არ მგონია, რომ ჯეროვანი მტკიცებულებები იყოს მოძიებული, რომელიც ბრალდებას გაამყარებს. ამიტომ ვურჩევდი ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა ეს არ გახდეს საფუძველი იმისა, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულონ“, - ასე ეხმაურება იურისტი ლევან ალაფიშვილი პროკურატურის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას.

ცნობისთვის, პროკურატურამ გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი წაუყენა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. ამ საქმეზე ძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო.

„ამ ეტაპზე წარდგენილი მუხლის კვალიფიკაციაში არ შევალ. ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულს, ამას გამოძიება დაადგენს. მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ადგილი აქვს პოლიტიკურად აქტიური ფიგურების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას

„ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჯერ ერთი თვეც არ არის გასული, რაც ძიება დაიწყო და არ მგონია, რომ ჯეროვანი მტკიცებულებები იყოს მოძიებული და პროკურატურამ დადოს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ამ ბრალდებას გაამყარებს. ამიტომ ვურჩევდი ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, ძალიან მყარი მტკიცებულებები დადოს, რათა შემდგომში საფუძველი არ გახდეს იმისა, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშალონ.  

„მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება პროცესები არ დააჩქაროს, რადგან ეს თავად ხელისუფლებას დააზიანებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლევან ალაფიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×