(რეზონანსი) „პროკურატურას ვეუბნები გაქვთ ორი არჩევანი, ან ჩემი თავისუფლება ან ჩემი პატიმრობა მე არ მოგცემთ არც ერთ სხვა ვარიანტს", - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს პროკურატურასთან მისვლის დროს განუცხადა.
ის აცხადებს, რომ კორუფციის ბრალდება მისთვის შეურაცხმყოფელია და არანაირ გირაოს არ გადაიხდის.
„მე არ გადავიხდი არანაირი გირაოს, მაღალს ვერ და დაბალს არა. არანირი შინაპატიმრობა ყველა თქვენს მოგონილ თუ შეტანილ აღკვეთილ ღონისძიებაზე გუებნით დავარღვევ ყველაფერს არ დავემორჩილებ. ამას ვეტყვი სასამართლოსაც ვერც სახლში ვერ დამაბათ და არც გადავიხდი. ან პატიმრობა ან თავისუფლება მესამე არჩევანს მე არ გაძლევთ"- აცხადებს გვარამია.
პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
უცნობია აღკვეთის რა ღონისძიების გამოიყენებს პროკურატუერა „რუსთავი 2" -ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ.