
ნიკა და რატი ქართველიშვილებს, რომლებიც ლეიკემით დაავადებული დედის სიცოცხლის გადასარჩენად "ტაქსაობენ", ერთმა მოქალაქემ საკუთარი მანქანა ათხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა ქართველიშვილი თავად ავრცელებს.
"დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, რომ ემოცია გამომეხატა. შეიძლება არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ ქალაქში მეორე სიცოცხლის მანქანაც დადის, მანქანა, რომელიც ერთმა საოცარმა ადამიანმა გვათხოვა მე და ჩემს ძმას, იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მივაწვდინოთ ხმა ჩვენი განსაცდელის შესახებ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი მადლიერი ვარ ამ ადამიანის. დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის, ძმებად გვიგულე მე და ჩემი ძმა, მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ", - წერს რატი ქართველიშვილი.