რეზონანსი
10.08.2019

 (რეზონანსი) 20 -21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას გირაო 5 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

გათავისუფლების შემდეგ ლორთქიფანიძემ სასამართლოს ეზოსი პირველი კომენტარი „პრაიმტაიმთან" გააკეთა

ის ამბობს, რომ ბრალს არ აღიარებს.

„მე ნამდვილად ვიყავი აქციაზე. კადრებში მე ვარ. მაგრამ ჩემი მხრიდან არ ყოფილა არანაირი მცდელობა, რომ პარლამენტში შევჭრილიყავით. არანაირი მოტივაცია არ მქონია, წინააღმდეგობა გამეწია სამართალდამცველებისთვის. კადრებში რომელიც გავრცელდა, მე ვცდილობდი ფარებით დამეცვა თავი და გვერდით მყოფი ახალგაზრდები. რადგან იქ იყო რეზინის ტყვიების სროლა", - ამბობს ლორთქიფანიძე.

ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×