რეზონანსი
11.08.2019

ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოში ამ წუთებშიც მსჯელობენ. პროკურორის განცხადებით, სასამართლომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს ნიკა გვარამიას განცხადებებს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს. თუ ბრალდებული შეფარდებული გირაოს გადახდის პროცედურებს დაარღვევს, ამისათვის არსებობს სპეციალური ღონისძიებები.

„ის, თუ რას იზამს ან არ იზამს სამომავლოდ ბრალდებული, დღევანდელ განხილვაზე ვერ მოახდენს გავლენას, ვინაიდან არსებობს ღონისძიებები, თუ ბრალდებული დაარღვევს გირაოს გადახდის ვადებს. სამომავლოდ ბრალდებული გადაიხდის თუ არ გადაიხდის გირაოს, ამის გამო გირაო რომ არ შეეფარდოს, ეს ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია. ამაზე საერთოდ არ უნდა იყოს სასამართლოს მხრიდან ყურადღება გამახვილებული. გირაოს არ გადახდის ან ვერ გადახდის შემთხვევაში, შესაძლებელია შემდგომი ღონისძიებები იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, ამაზე ახლა მარჩიელობა შორს წაგვიყვანს," - განაცხადა პროკურორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×