|
(რეზონანსი) შინდისის ბრძოლის მონაწილე, უჩა გუგუჩიძე სოციალირ ქსელში 11 წლის წინანდელ, ტრაგიკულ დღეს იხსენებს:
,,ზუსტად ეს დრო იქნებოდა 13საათი11.08 .08როცა დაიძახეს შტაბში რაღაც თათბირი არისო და მეთაური გადმოვიდესო, ნუ ჩვენი ასეულის მეთაურიც გავიდა შტაბი ჩვენგან ასე 60-70 მეტრში იყო დაბანაკებული იქიდან მიდიოდა მართვა გაშლილი ჰქონდათ ჰარისის ფირმის კავშირგაბმულიბის საშუალება იქიდან მიდიოდა ქვედანაყოფის მართვა და კავშირი..მე გადავწყვიტე ჩემი ინიციატივით გადავსულიყავი შტაბში გამეგო უშუალოდ ბრ.მეთაურიდან თუ რა ხდებოდა და რას ვაპირებდით ასევე მინდოდა გამეგო თუ რატო გავიდნენ სპეცები წინა საღამოს მყავდა ბევრი ახლობელი მეგობარიც შტაბში მომუშავენნი მეთქვი ვინმეს ეცოდინებათქო ნუ ბევრს არ მოგაწყენთ და მივედი მანდ ასეულის მეთაურის მოადგილეც მახლდა გვერდში კაპიტანი მუშკუდიანი .მივედით და ჩამოვჯექით იქვე სადაც მეთაურს ყავდა შემოკრებილი ოფიცრები და საუბრობდა რაღაც გადაადგილებებზე მოწინააღმდეგის იქვე იყო მაიორი გოფოძე შტაბის უფროსი თუმცა მთელი ღამე რაციასთან მოუწია ყოფნა და ხმა საერთოდ ქონდა ჩახლეჩილი რაციასთან კი მაიორი რუხაია იყო და ღებულობდა და გადასცემდა ინფორმაციებს მეთაურს და სხვა ქვედანაყოფებსს!! არ დაგაიმალავთ და არ მომეწონა მეთაურის საუბარი და არც სიფათი ფერი ისედაც თეთრია და საერთოდ არედო სახეზე და შიშის აშკარა სიმბტომებსაც საუბარში ამჟღავნებდა გვერდში მეჯდა ცხონებული ჯიშკარიანი ვეფხვია და ვკითხე ბიჭო რაღაც არ მომწონს ამის როჟამეთქი და თვითონაც დამეთანხმა საწყალი((ამასობაში მივაშტერდი რაღნაირად თვალში უყურებდი რო საუბრობდა შემამჩნია და მითხრა ტონით რაო ბიჭო რას მომშტერებიხარო და აქ რატომხარო შენი უფროსი საკმარისიაო მოგიტანდა ამბავსო)))მოკლედ ცოტა მოვარიდე მეც თავი და ცოტა მოშორებით მამაო იჯდა და მე და ვეფხია გადავედით მაქეთკენ და ვსაუბრობდით რაღაცას მამაოსთან ,ამასობაში მოგვესმა მეთაურის ხმა ცოტა ჩვენკენ წამოიწია და ტელეფონზე ესაუბრებოდა ზემდგომებს აბა ალყაში ვართო ეს გარკვევით გავიგონე,და ეგრევე მივედით მასთან ახლოს ნერვიულობდა საშინლად ცოფებს ყრიდა ვიღაცეებს დაურეკა არ უპასუხა არავინ იქნებოდა ასე სამის ნახევარი ,და უცებ გვეუბნება მე და მუშკუდიანი ვიდექით ასევე სერჟანტი ჭელიძე და რამოდენიმე ოფიცერი სახელები არ მახსოვს და გვითხრა ოფიცრები არ დაიბნეთო ხალხი არ დააპანიკოთო ალყაში ვიმყოფებითო ოფიცრებმა აიღეთო გრანატამიოტები და ტანკები საცაა შემოვლენო დასცხეთო სხვა გზა არ გვაქვსო)))რათქმაუნდა ავიღეთ ეს გრანატამიოტები და წავედით პოზიციების შესარჩევად, ასე 15ი წუთ იქნებოდა გასული დაიძრა მეთაურის პრადო და შტაბის უფროსის ჰაილუქსი და წავიდნენ დაბლა შინდისის მიმართულებით!!!ამასობაში პანიკამ მოიცვა იქაურობა მეთაური გადისო და ჩვენც გავდივართო და დაიქოქა მანქანები მიდის გინება ყვირილი ალყაშივართ დედები მოუტყნათო გაჰვყიროდით ყველა ისე ავიდა ხალხი მანქანებზე ჩვენც გამოვედით პოზიციებიდან ეგენი ვინც ტანკებს უნდა დავხვედროდით მეთაურის ჭკუით, ვნახეთ ყველა გადიოდა და ამავე დროს ჩვენმა მანქანამ გამიჩერა კამანდირ გავდივართო და დაჯექიო მეც ავედი მანქანაში და გავყევი მძღოლს მითხრა მეთაური ჩვენი უშუალოც მანქანასთან ეძახდა ბიჭებს და მოგვყვებაო უკან ..და გავყევით ჩვენც იმ მიმართულებას სადაც მეთაურის მანქანა წავიდა და შტაბის უფროსის ანუ შინდისისკენ ჩვენ წინ კიდე ერთი მანქანა იყო სადაც ჩვენი ერთერთ ოფიცერი აჩიკო აბულაძე იჯდა უკან კი კრაზების და პატარა მანქანების უზარმაზარი კოლონა მოგვყვებოდა ასე 200კაცამდე ვიქნებოდით სრულ ჯამში(((( მოკლედ ჩავედით ყელქცეულის ბოლოში სადაც უნდა გადაგვეხვია შინდისისკენ ვხედავ მარცხენა მხარეს მინდვრებში დგას სამი ტანკი თეთრი ლენტები აქვთ გაკრული მკლავზე და ანტენებზე მოკლედ მივხვდი და ვხედავდი კიდევაც ესენი რუსები იყვნენ და რესკი მუხრუჭით გავჩერდით ამხელა კოლონა და გადმოხტა ხალხი და ჭაობები იყო დაიწყეს თავშესაფრის ძებნა ყოველ წამს ველოდით სროლას ტანკებიდან იქვე მივეყუდე მანქანის უკან ბორტთან და გავხედე რუსებს ეგენი ხელით გვანიშნებენ მარჯვენით იარეთო ჟეტიკულაციით ვიღაცამ დაიძახა ჩვენები არიანო და რატომღაც ხალხი ისევ ავედით მანქანებზე და გზა გავაგრძელეთ რუსებმა თითქოსდა უკან დაიხიეს მოკლედ შეუხვიეთ მარცხნივ და გაუსწორდით ეს მანქანები შინდისის სადგურებს ,და რას ვხედავ ორივე მანქანა ცეცხლის ალში ქეც პრადო ქეც ჰაილუქსი უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე, და უცებ აფეთქების ხმაური მომესმა და წინა მანქანას მოხვდა ჭურვი და დაგვიშვეს ყველაფერი ერთად გადმოვცვივდით მანქანიდან მე ჯერ ვერ მოვედი აზრზე საიდან გვესროდნენ თურმე ამათ ელისებური ჩასაფრება ქონიათ მოწყობილი თითქმის ყველა მხრიდან გვესროდნენ წყეულებიი(((მეც სროლა სროლით გადავირბინე შენობისკენ გადავწყვიტე ასვლა ჩემგსნ ცოტა მოშორებით ბიჭებიც არბოდნენ ლიანდაგებზე სროლა როლით და ადგილებს ვეძებდით პოზიციები რო დაგვეკავებინა მე შევარდი შეობა იდგა რაღაც მის გვერდზე დავწექი და ავიღე მიზანში. უკვე ვხედავდი ამ ახვრებს დავჩავერთეთ ბრძოლაში ჩემს დაბლა მარცხენა მხარეს ონიანს და რამოდენიმე საინჟინროს ჯარისკაც ქონდა პოზიცია დაკავებული და იქიდან ისროდნენ ვხედადვი როგორ ეცემოდნენ ჩვენი ბიჭები სანამ პოზიციას აიღებდნენ. ცვიოდა ხალხიი((((ჩემი ძმეები. ერთი საათი მიდიოდა შეუწყვეტელი სროლა იქით აქეთ ყველაფერს გვესროდნენ ეგ დედატირებულები ვიფიქრე ადგილს შევიცვლითქო მაგრამ უკვე შემამჩნიეს მაგ არარაობებმა დამიშვეს ამასობაში შემომესმა ონიანის ყვირილი კამანდირ ჩვენ დაგასტრახოვკებთ და დაბლა ჩახტიო თორემ აგაფეთქებენო... მართლაც დამიფარეს ამათმა ასევე ილია შეყლაშვილი ჩემი საწყალი გმირი ძმა გაუხსნეს ცეცხლი ყველამ ჭელიძე იყო კიდე მეტყვიმფქვრევე და მოვახერხე შენობიდან გადმოხტომა ამასობაში რაღაცნაირად გონება დავკარგე რაღაც სითბომ გამაღვიძა ლოყაზე მოვისვი ხელი სისხლი მდიოდა მოვიხსენი ჩაფხუტი შეღუნული იყო ალბათ პადსტლნიკის ასკოლკა იყო ზუსტად არვიცი ქვემოთ ვეგდე შენობის ამასობაში ხმა მომესმა კამანდირ ჩვენთან შემოდიოდა რაღაც ცინკარი იყო ჩამონგრეული და მის დაბლა თავს აფარებდა 5ჯარისკაცკი 3დაჭრილი იყო ჩემიანად 6აღმოვჩნდით ერთი ჯარისკაცი ჩემი ქვედანაყოფიდან აიყო დანარჩენები სხვადასხვა ასეულიდან,ტელეფონი მოვითხოვე ეგრევე ჩემი დამჯრდარი იყო საერთოდ დავიწყე რეკვები დახმარებაზე ამასობაშ სროლებმაც ნელნელა იკლო რაღაც გინეების ხმა შემომესმა ცოტაც გაუძელიო ვერ დავინახე ჩერ ვინ იყო ხოხვით მიოხლოვდი ცოტა და აქით დამიძახა მიკვდებაა კამანდირ ჩემი ძმაო და ვხედავ ალეკო ონიანს ეხუტებოდა ჯარისკაცს თვითონაც სისხლი სდიოდა ხმით ვიცანი წყალი არ გაქვთო კი მეთქი ვიფიქრე იქნებ ქონდეთ ბიჭებს წყალითქო და მოვბრუნდი უკან და უყვიროდი წყალი ხომ არგათქო ალეკოსაც მივაძახე მოვლენ დარეკილიც მაქვს არ ინერვიულო ამასობაში მოვბრუნდი ალეკოსკენ და რაღაც ეჭირა ხელში კი ვნახე არ მიფიქრია ლიმონკა თუ იყო სანამ კაპსულის ხმა არ გავიგონე მერე კი გრუხუნის ხმა და და ბოლი დადგა იმ ადგილას მერეკი ბევრი რამე მეც არ მახსოვს იმასთან ვერ მივედი ახლოს ეს მაღალ ძაბვის პროვოდები ყველაგან იყო დაბლა ჩაწოლილი თან ისევ განახლდა სროლები შევედი ისევ თავშესაფარში და დაურეკე მეთაურს მოვახსეენე ყველაფერი გუგუჩია ვარ მეთქი დახმარება გვინდა ჩასაფრებაში მოვყევით ბიჭები მსხვერპლი დიდი გვაქსთქო პირველი ეს მითხრა იქით რა გინდოდათო მე უთხარი ეხლა არაა ამის დრო დაგვეხმარეთქო ან აგერ ეს კორდინატი და დაგვბომბე მეთქი მტერთან ერთამ მე ტყვედ ვერ ჩავბარდები მეთქი, მერე შენო?))არ მაინტერესებს ან გვიშველე ან დაგვბომბეთ მეთქი არტილერიას კორდინატი მიეცი მეთქი ვეხვეწე ვღრიალებდი(((მან ბენიძეს თავის მეკავშირეს გადასცა ტელეფონი ბენიძემ კიდე ვერავინ შემოვა მანდო უკვე გასულები ვართო და თავს უშველეთო რაღაც კორდინატი მიკარნახა((( მთვარე მარცხნივ დატოვეო და მსგავსი))მერეკი დავრეკე დაზვერვის მეთაურთან ბიბინიძესთან მან კიდე სროლა სროლით გაარღვიეო ალყა თავს უშველეო მესამემ კიდე რენდოვერებით სად შემოვიდეთო უკვე ხაშურში ვართო და ასე მანუგეშეს ჩემებმა. მოკლედ ცოტა ვერავრ დღეს მაპატიეთ ვერაფრით შევძლებ დავასრულო ეგ ისტორია.საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი.მოკლედ ხვალ გავაგრძელებ დღე მე4 ეს 11აგვისტოს ყველაზე წყეულ დღეს ჩემი არსებობის განმავლობაში ყველაზე მტკივნეული და ბოზრი დღეეე მეტი არ შემიძლიაა მაპატიეეეთ"
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|