„ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ აგვისტო პოლიტიკურად ცხელი სეზონი არ არის და ამიტომაც გააქტიურდა ასე; მაგრამ საპროტესტო მუხტი არც ბათუმში ჩამცხრალა და სექტემბერში უფრო მძლავრი გახდება. ტელვიზიების დახურვით და პოლიტიკოსების ციხეში ჩაყრით ვერაფერს ვერ მიაღწევს. ვერც ფარატინა ქაღალდების ფრიალით და "ძველი ბიჭებით" არჩევნებს ვეღარ მოიგებს“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე მთავრობის გადაგომის მოთხოვნით ბათუმში მიმდინარე აქციას.
„საპროტეტსო აქციები არ წყდება ბათუმში. სამი დღეა შიმშილობა გამოაცხადა ბათუმის უნივერისტეტის ლექტორმა უჩა ოქროპირიძემ, რომელიც ეროვნული მოძრაობიდან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე კი დღეს პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და მთავრობის გადაგომის მოთხოვნით შიმშილობს.
„აქციები იმართება ურეკშიც ივანიშვილის სახლთან. სექტემბერში კი საპროტეტსო მუხტი უფრო მოიმატებს, რადგან ხალხს არსებულ წყობაში ცხოვრება აღარ შეუძლია და ეს ტალღა უფრო მძლავრი გახდება.
„ივანიშვილი, მიუხედავად დიდი მცდელობისა მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლებას ვეღრ შეინარჩუნებს. არჩევნებს ვეღარ მოიგებს ვერც ფარატინა ქაღალდების ფრიალით და ვერც „ძველი ბიჭებით“. ასე იყო ასლან აბაშიძის, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს, ორი ვადის გასვლის შემდეგ ძალაუფლება რომ დაკარგეს.
„ივანიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ყველას ციხეში ვერ ჩაყრის. სჯობს საარჩევნოდ კონკურენციაში შევიდეს ამ ხალხთან, ვიდრე პოლიტიკური რესპრესიების გზას დაადგეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მურმან დუმბაძემ.