ია აბულაშვილი
13.08.2019

 „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბიუჯეტის არამიზნობრი ხარჯვაში ადანაშაულებს და მისი წინაღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. სალიას თქმით, გვარამიამ კომპანიაზე მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს.

როგორც „რეზონანსთან“ უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, კერძო მესაკუთრეს აქვს უფლება უჩივილოს მენეჯერს, რომელმაც მოგების ნაცვლად ზიანი მიაყენა კერძო კომპანიას.

„კერძო კომპანიების დირექტორები პერსონალურად აგებენ პასუხს, თუ მათ ზარალი მიაყენეს კომპანიას. ამიტომაც აქვს მენეჯერებს მაღალი ხელფასები, რომ მოგება უნდა მოუტანონ კომპანიას და არა ზარალი. იმ შემხვევაში, თუ ზიანს მიაყენებს, მაშინ თავისი ქონებით უნდა აანაზღაროს. 

„ამ შემხვევაში კერძო მესაკუთრე უჩივის კერძო კომპანიის დირექტორს, რომ შენ ხარ ცუდი მენეჯერი და ზარალი მიაყენე კომპანიას. თუ გვარამია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გადაურჩა, მაშინ კოპანიისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, თავისი ქონებით აგებს პასუხს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×