(რეზონანსი) "ბოლოს თურქულ-ქართულ პროექტზე მუშაობდა და მასალას ამზადებდა - მთაწმინდის ტრამვაიდან იღებდა ხედებს. ქარიანი დღეები იყო. გადაღებიდან მოსულს აჟრიალებდა, სიცხე მისცა... სასწრაფო გამოვიძახეთ. მეორე დღესაც ჰქონდა სიცხე და მაშინ სასწრაფოს ექიმმა უთხრა, საავადმყოფოში ხართ გადასაყვანი, ფილტვები არ მოგვწონსო.
მათი ნათქვამი არაფრად ჩააგდო - ასეთი გრიპებია მოდებული და ამათ ყველა საავადმყოფოში გადაყავთო...
მესამე, მეოთხე დღესაც იგივე განმეორდა, მეხუთე დღეს სუნთქვა გაუჭირდა. მითხრა: "დედა, მგონი ვიხრჩობიო". სასწრაფომ წაიყვანა და თურმე, უკვე ფილტვების ურთულესი ანთება ჰქონდა. თირკმლები ჰქონდა ნაოპერაციები ერეკლეს, ავადმყოფობამ თირკმელი გაუთიშა და ვეღარ უშველეს... ორი დღით ადრე რომ წაჰყოლოდა სასწრაფოს და საავადმყოფოში დაწოლილიყო, გადარჩებოდა...
ერეკლე არაჩვეულებრივი, მოსიყვარულე ადამიანი და ასეთივე მამა გახლდათ. ნინის ამიტომაც უჭირს ასე... 40 დღე ყოველდღე სასაფლაოზე ადიოდა და პანაშვიდს უხდიდა მამას. ნინი ამბობს, მის გარეშე მიჭირს, რადგან არამხოლოდ მამა, მეგობარი დავკარგე, ვისაც ყველაფერს ვუყვებოდიო..." - ამბობს "სარკესთან" ინტერვიუში ლალი ბადურაშვილი.
(ამბები.ჯი)
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე