რეზონანსი
15.08.2019

 სახალხო დამცველი სოფელში იმყოფება და მიმდინარე პროცესებს აკვირდება. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, გუგუტიანთკარელებს, რომელთა სახლებიც ახალი ბორდერიზაციის შედეგად საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა, ოკუპანტებმა ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მისცეს.

ნინო ლომჯარიას თქმით, რუსების მიერ დადგმული კონსტრუქციებისა და მავთულხლართების მიღმა, ორი ოჯახი ექცევა. ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოჯახებს, რომლებსაც იძულების წესით უწევთ სოფლიდან წასვლა, დახმარება აღმოუჩინოს.

„ამჟამად ეს ოჯახი აკეთებს დემონტაჟს, უთხრეს, რომ 3 დღეში უნდა დაცალოს, რადგან შესვლა მერე შეუძლებელი იქნება... ჩემი მოწოდებაა ხელისუფლებისადმი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ზარალდებიან აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება“, - ამბობს ლომჯარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×