რეზონანსი
15.08.2019

 (რეზონანსი) მორის შელიას სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ხობში მათი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი დღის მეორე ნახევრში გაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადები დროულად მივიდნენ, ხის საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.

მერის წარმომადგენელმა კობა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე ინფორმაციით, სამსულიან დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის დამხარებს გაუწევს. ხანძრის გამომწევ მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×