რეზონანსი
16.08.2019

  გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილები და მოქალაქეების ჯგუფი შეიჭრა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შენობაში შეჭრილები მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემად მოითხოვენ.

სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, შენობის ტერიტორია უკანონოდ ოთხი დევნილის სტატუსის მქონე ადამიანმა დაიკავა, დანარჩენი ხუთი მოქალაქის სტატუსის შესახებ კი ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ.

ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ბესო შენგელია იმყოფებოდა. მისი თქმით, მართალია, ბაღის ტერიტორიაზე შეჭრა კანონით დაუშვებელია, თუმცა სახელმწიფომ მოსახლეობას სხვა გზა არ დაუტოვა. ამ დროისთვის შენობაში რჩებიან მოქალაქეები, პოლიცია კი ჟურნალისტებს საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არ უშვებს.

109-ე ბაღი არის ავარიული. როგორც თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტოში განაცხადეს, აღნიშნული ბაღის შენობის ავარიულობის შესახებ არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბავშვები გამოიყვანეს ამ ბაღიდან და გადაიყვანეს „დირსის" კომპლექსში, ნაქირავებ ფართში.

წყარო: მარშალპრესი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×