რეზონანსი
16.08.2019

 (რეზონანსი) სოფელ ლელიანში ოცდარვა წლის დავით ჭამბურიძემ ყვითელი საზამთრო მოიყვანა.

დავითმა ყვითელი საზამთროს მოყვანა ოთხმოცი მარცვლიდან დაიწყო, რის შედეგადაც, სამი ტონა მოსავალი მიიღო. ახალგაზრდა მებაღე ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს მის საქმიანობას.

„მეტი ინტერესი უცხოელებმა გამოიჩინეს. ადგილობრივებმა ეჭვის თვალით შეხედეს, საზამთრო ყველას დიდი და წითელი წარმოუდგენია. თუმცა, როცა სინჯავენ, ყველას მოსწონს.ეგზოტიკური გემო აქვს, ხან ანანასის, ხან ბანანის,გემოვნების ამბავია" , - ჰყვება დავითი.

საზამთროს ეს ჯიში ტაილანდურია და ერთი ცალი ხუთიდან ექვს კილოგრამამდე იწონის. დავითის მოსავალი ეკოლოგიურად სუფთაა, ჭუმბურიძეების ოჯახი ქიმიურ პესტიციდებს მოსავლის მოსაყვანად არ ხმარობს, ამიტომ მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში, ინტერესი ყვითელი საზამთროს მიმართ, უფრო გაიზრდება.

„ჩემი შესაძლებლობებით ვაპირებ სასათბურე მეურნეობა გავაშენო და საზამთრო ზამთარშიც მოვიყვანო. თანაც მინდა სხვადასხვა ჯიშები მოვამრავლო, მათ შორის ჭრელი საზამთროც. პროექტებსა და კრედიტებს, ამ მიმართულებით რამდენჯერმე განცდილი მარცხის გამო, უნდობლად ვუყურებ. იმას გავაკეთებ, რასაც ჩემი ხარჯებით გავწვდები", - განაცხადა ახალგაზრდა მებაღემ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×