რეზონანსი
17.08.2019

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია დააფუძნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ახალ ტელევიზიას „მთავარი არხი“ ჰქვია.

„მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი“, - წერს გვარამია 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზიის გენერალური დირექტორი, თვითონ ნიკა გვარამია იქნება, ხოლო დირექტორები - დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი. ფინანსური დირექტორის პოზიციას ირაკლი ნიჟარაძე დაიკავებს. 

ამონაწერის მიხედვით ახალი ტელევიზიის, „მთავარი არხის“-ის 51%-იანი მეწილე ნიკა გვარამიაა, 49%-ის კი კახაბერ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×