ევროპარლამენტის დეპუტატმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროსაბჭოს წერილით მიმართა და ქართული ტურიზმის მხარდაჭერა პიარ-კამპანიით, კერძოდ კი სოციალურ ქსელში გამოყენებადი ჰეშტეგით შესთავაზა, შესაბამისი ოფიციალური წერილით ჩეხეთის წარმომადგენემლმა დეპუტატმა ევროპარლამენტს 15 აგვისტოს მიმართა.
გრეგოროვას თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტურისტებს შეუძლიათ საქართველოში ჩასვლით ქვეყნის ტურიზმს დაეხმარონ და რუსეთთან ავიამიმოსვლების დროებით შეჩერების შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურებაში შეუწყონ ხელი.
მარკეტა გრეგოროვა 26 წლის ჩეხი აქტივისტი და ევროპული პირატული პარტიის პრეზიდენტია, რომელიც 2019 წელს ევროპული პარლამენტის არჩევნებზე აირჩიეს. ევროპარლამენტისთვის გაგზავნილ მიმართვაში გრიგორიევას კონკრეტული გეგმები ან რჩევები არ განუმარტავს, რომელთა მეშვეობითაც, მისი აზრით, შესაძლებელი იქნება საქართველოს ტურიზმის დახმარება და ტურისტთა რაოდენობის კლების გამო საქართველოს ეკონომიკის გამყარება.
მან თავად სთხოვა ევროკავშირს საქართველოს დასახმარებლად გასატარებელი ზომების გეგმის წარდგენა.
დეპუტატია ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება თბილისის დაშინების მცდელობაა:
„რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუზღუდავს რუსებს საქართველოში სტუმრობას - ეს არის ჩვენი ახლო მეგობრის დაშინების მცდელობა", - ამბობს გრეგოროვა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორისზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა, თუმცა ძალიან კარგი ტრენდი დაფიქსირდა ივნისში აჭარაში, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 40%-ითგაიზარდა.