(რეზონანსი) უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.
ცნობილი ამერიკელი მილიარდერის სემ ქისლინი თქმით, პრეზიდენტობის პერიოდში, პოროშენკომ ქვეყნიდან 8 მილიარდი დოლარი გაიტანა.
უკრაინული წარმოშობის ბიზნესმენი აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა თანხების გატანა სახელმწიფო კომპანია „ცენტრ-ენერგოს" დახმარებით შეძლო.
კისლინის ვარაუდით, თანხის ნაწილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, კიევისთვის გამოყოფილი მილიარდიანი ტრანშიდან იყო მითვისებული.
მილიარდერის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული.