რეზონანსი
20.08.2019

  გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში, გირჩის წევრების ჯგუფში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ჩანაწერს ეხმაურება და მას გირჩის იდეების მოპარვაში ადანაშაულებს.

ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემი აზრი მიშას ვიდეოზე:

1. სააკაშვილს არ სჯერა არაფრის რასაც იმ ვიდეოში ჰყვება. საერთოდ არ სჯერა არაფრის. ილაპარაკებს ნებისმიერ რამეს რაც მას ძალაუფლებას დაუბრუნებს. ამჟამად იდეების კრიზისი აქვს. კარგია რომ მის გვერდით ობოლაძე აღმოჩნდა და რამდენიმე სწორი მესიჯი ჩააწოდა.

2. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში სააკაშვილი გადადგამს იმ ნაბიჯებს რაც მისი აზრით ხანგძლივად, სასურველია უსასრულოდ, შეუნარჩუნებს მას ძალაუფლებას. და ძალიან მაღალი ალბათობით ეს არ იქნება არც მთავრობის ზომის 20%-მდე შემცირება და არც ერთი გადასახადის დატოვება (სულ ცოტა ხნის წინ პროგრესულ გადასახადს ითხოვდა).

3. კარგია თუ არა გირჩისთვის ის რომ სააკაშვილი ისვრის გირჩისგან აღებულ მესიჯებს - არ ვიცი, მგონია რომ იმის გაზომვა და ზუსტად გათვლა, რას მოუტანს ეს გირჩს, შეუძლებელია.

4. კარგია თუ არა ზოგადად - მგონია რომ ცალსახად კი. მარტო სააკაშვილზე აღარ არის ეგ ამბავი ახლა. მთელი ენმ უნდა მოიხოდოს და იგივე ილაპარაკოს. ინფორმაციის გავრცელების რესურსი მათ გაცილებით მეტი აქვთ. ჯამში რაც მეტი ადამიანი ილაპარაკებს, თუნდაც საზოგადოების ერთ ნაწილში სრულიად ნდობა დაკარგული, სწორ რაღაცეებს, უკეთესია. პლიუს ჩვენთვის შანსია მაგ დისკუსიებში მოვხვდეთ და ვკენწლოთ როგორც ჩვენგან მოპარვაზე, ისე სხვა გაჟღერებულ თემებზე" - წერს ზურა ჯაფარიძე.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×