(რეზონანსი) ქართველი ძმები, ნიკა და რატი ქართველიშვილები რომლებიც, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ 5 სექტემბერს დაგეგმილი ოპერაციისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ერთ-ერთმა ძმამ ნიკა ქართველიშვილმა „პრაიმტაიმთან" საუბრსისას განაცხადა. მისი თქმით, დედის ოპერაციისათვის საჭირო თანხის შეგროვება ძმებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს, თუმცა თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ეს მოახერხონ.
„5 სექტემბერს არის დაგეგმილი ოპერაცია, გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა ჯერჯერობით მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა.
დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის,ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება" - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ქართველი ძმები, ნიკა და რატი ქართველიშვილები დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმების საქველოქმედო პროექტი მის მკურნალობაზეა გამიზნული.
ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი საბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი
GE28TB7739345064300013
საქ.ბანკი
GE95BG0000000161310779
მიმღები: რატი ქართველიშვილი
პ/ნ 01019072195
(პრაიმტაიმი)
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე