რეზონანსი
21.08.2019

  (რეზონანსი) ტელეკომპანია „რუსთავი-2" კიდევ ერთმა ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა. გიგლა თუმანიშვილმა მაყურებლებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. 

,,11 წელი ერთ ყუთში ჩამეტია!!! როგორც ჩანს არ ყოფილა ბევრი დრო, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი დროა ერთ ოთახში იცხოვრო და აკეთო ის საქმე რაც ძალიან გიყვარს!!! დიახ მე ვცხოვრობდი რუსთავი 2-ში,ძალიან დიდ დროს ვატარებდით არხსზე რომელიც ჩვენ ჩვენი წილი აგურებით ვაშენეთ. მიყვარს უზომოდ ეს ტელევიზია, დავრჩები იმ ადამიანების გულშემატკივრად ვინც გააგრძელებს ამ არხზე მუშაობას!!!

მე წავედი... ხვალ მოვა ის ვინც საბოლოოდ გამორთავს რუსთავი 2-ის ღილაკს, მივა და იტყვის ბედნიერი სახით რომ მაგარ საქმეებს გააკეთებს, არადა ერთხელ ვიხილეთ მისი მაგარი საქმეები... მისგან განსხვავებით არც ერთი ჩემი სიუჟეტის არ მრცხვენია, არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მერიდება და კიდევ ვიტყვი რომ რუსეთი ოკუპანტია, დავით გარეჯი საქართველოა, გუგუტიანთკარი ჩვენი ქვეყანაა, საპატრიარქოში პრობლემებია და მთავრობა დაჩმორებულია რუსული გავლენით!!!

  დიახ წავედი რუსთავი 2-დან, ჩემთვის ძალიან საყვარელი ტელევიზიიდან. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა თითოეულ მაყურებელს და მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, იმ თბილი სიტყვებისთვის რომელიც არაერთხელ უთქვამ ქუჩაში. გავა დრო და კიდევ შევხვდებით... მიყვარხართ!!!  მიყვარხართ ჩემო მეგობრებო!!!

და რაც მთავარია კინაღამ დამავიწყდა! მადლობა თითოეულ რესპოდენტს, რომლებიც გვაბრაზებდნენ და ვაბრაზებდით, პრესსამსახურის თანამშრომლებს ქოცების დროსაც და ნაცების დროსაც, რომლებსაც ხშირად ვეკამათებოდი, ახლა ყველა დავრწმუნდებით ვისაც აქამდე არ სჯეროდა რა კარგი იყო სივრცე სადაც გაკრიტიკებენ იმიტომ რომ არ მოეშვა. წარმატებები ვუსურვოთ ერთმანეთს! " - წერს თუმანიშვილი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×