რეზონანსი
21.08.2019

  მას შემდეგ რაც პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაუშვა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე,  თოქშოუს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა აქცენტების წამყვანი ეკა კვესიტაძე და თოქშოუ არჩევანის წამყვანი გიორგი გაბუნია, რუსთავი 2-ს ჟურნალისტები ტოვებენ. გუშინ 9 საათიან კურიერში საგანგებო განცხადება გააკეთეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, რის შემდეგაც მათ არხი დატოვეს და კურიერის მაუწყებლობა შეწყდა. ტელეკომპანია დატოვა დავით ქაშიაშვილმა, მაიკო ლომიძემ, ასევე გიგლა თუმანიშვილმა და ეკა გაგუამ.

„მე როგორც კურიერის ერთი რიგითი ჟურნალისტი ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აღვიქვამ როგორც ჩემს ჟურნალისტურ საქმიანიბაში ჩარევას. როგორც მცდელობას გამაჩუმონ. არ მათქმევინონ სიმართლე. არ მალაპარაკონ ამ მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებებზე. ვინც არ უნდა დადონ, ზუსტადაც დადონ ნოდარის ადგილზე ის იქნება ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი, მედია ცენზორი და რუსთავი 2 ის დამანგრეველი" - წერს ეკა გაგუა.

წყარო: ნიუპოსტი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×