რეზონანსი
21.08.2019

  ბათუმში 5 სართულიან სახლს თვითნებურად ჯერ მე-6, შემდეგ კი მე-7 სართულიც დაამატეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში წერენ. ადგილობრივების თქმით ორი სართულის დამატების გარდა მაცხოვრებლებმა სახლს მიშენებებიც გაუკეთეს.

„ესეც ბათუმია, ამას აკონტროლებს საერთოდ ვინმე?! 5-სართულიანი კორპუსია, დაამატეს მეექვსე სართული, ვიღაცებს არ ეყოთ და მეშვიდე სართულიც დაიმატეს, (პლუს ამას, გვერდიდანაც მიშენებული აქვთ)

საინტერესოა, რაიმე რომ მოხდეს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას...?!" - წერენ მომხმარებლები.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×