(რეზონანსი) "კურიერის" ჟურნალისტების უმრავლესობამ "რუსთავი 2" დატოვა. მათ ტელევიზიის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს და მედიასთან განცხადებებიც გააკეთეს. რეპორტიორების განცხადენით, ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ პროფესიულ საქმიანობას მალე დაუბრუნდებიან.
ჟურნალისტები, რომლებმაც "რუსთავი 2" დღეს დატოვეს არიან: თამარ ბაღაშვილი, ეკო მაღრაძე, გიგლა თუმანიშვილი, მაიკო ლომიძე, ეკა გაგუა, სოფო ზურაბიანი, რუსუდან ჯაბანიშვილი, დავით ერაძე, ჯეიხუნ მუჰამედალი, დავით ქაშიაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, ნინო სამყურაშვილი, ნინო გაზდელიანი, თამთა დოლენჯაშვილი, ნათია ტრაპაიძე, ქეთა ციცქიშვილი, ნათია გოგსაძე, სოფო ვარდიაშვილი.
20 აგვისტოს დღისით ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ესენი არიან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი.
ამ დროისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში არ გადის.