"ცხადია, "რუსთავი 2"-ი აღარ იქნება იმ სიმწვავის და კრიტიკის ტელევიზია, რომელიც აღიზიანებდა ივანიშვილის ხელისუფლებას, ეს დასრულდა. ნამდვილად არ ვიცი, რას მიაღწევენ გვარამია და "რუსთავი 2"-იდან გათავისუფლებელი თუ წამოსული ჟურნალისტები, რადგან ყველაფერი ისევ ფინანსებზეა დამოკიდებული. ახლა რაც არ უნდა ტელევიზია შექმნან მთავრობა საგადასახადო შეღავათებს აღარ მისცემს და როგორც სხვა ტელეკომპანიებს ადებს ინკასოს 400 ლარზე, ისე ამათაც დაადებს" - ასე ეხემურება ექსპერტი პეტრე მამრაძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
პეტრე მამარაძე: საქართველოში სარეკლამო ბაზარი იმდენად მწირია, რომ ძლიერი ტელევიზია არ არის რენტაბელური და არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მას აფინანსებს მდიდარი ადამიანი ან ეხმარება მთავრობა ბიუჯეტიდან. საქართველოში 250 ტელევიზიაა და აქედან "იმედი" და "რუსთავი 2" მოიხმარდნენ სარეკლამო ბაზრის 70%-ზე მეტს. ოფიციალური მონაცემებით, ჯერ კიდევ აპრილში ამ კომპანიებს დაუგროვდათ 33 მილიონი ლარი ბიუჯეტის ვალი. ისმის კითხვა, ვინ მისცა ეს შეღავათი მაშინ როცა სხვა კომპანიებს 400 ლარზე ავტომატურად ადებს ინკასოს. ახლა ვიგებთ, რომ "რუსთავი 2"-ის მთლიანი ვალი 70 მილიონს აჭარბებს.
ცხადია, "რუსთავი 2" ვეღარ იქნება მწვავე და კრიტიკული ტელევიზია, რომელიც აღიზიანებდა ივანიშვილის ხელისუფლებას, ეს დასრულდა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რას მიაღწევენ გვარამია და "რუსთავი 2"-იდან გათავისუფლებული თუ წამოსული ჟურნალისტები, ყველაფერი ისევ დაფინანსებაზე დადის. ახლა უკვე რა ტელევიზიაც არ უნდა შექმნან, ცხადია მთავრობა საგადასახადო შეღავათებს აღარ მისცემს და როგორც სხვა კომპანიებს ადებს ინკასოს 400 ლარზე, ისე ამათაც დაადებს. ამიტომ იარსებებს იმ შემხთვევაში, თუ იმხელა დაფინანსებას იშოვნიან, რომ გადასახადიც გადაიხდიან და შესაბამის ხარჯებსაც გასწევენ. ძლიერ ტელევიზიას კი ხარჯი დიდი აქვს. დასაწყისისთვის დაახლოებით 10 მილიონია საჭირო, ეს არის ფართი, აპარატურა, შუქიდან დაწყებული ხელფასებით დამთავრებული.
არ ვიცი, დღეს ვინ არიან ის მდიდარი ადამიანები საქართველოში, ვისაც უღირს დიდი ფულის დახარჯვა ახალი ძლიერი ტელევიზიის ფეხზე დასაყენებლად. და მეორეს მხრივ, ისე სჭირდებოდეს ასეთი ტელევიზია, რომ გარისკოს და დაუპირისპირდეს ხელისუფლებას. სააკაშვილისთვის, მისი ამბავი რომ ვიცი, დიდი გართობა იყო სარედაქციო პოლიტიკა თვითონ ეკონტროლებინა, მაგრამ თუ გვარმია სხვა დამფინანსებელს იშოვის, რომელიც სააკაშვილის თანამზრახველი არ იქბნება, მოუწევს სხვა მფლობელის დაკვეთების შესრულება" - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.