რეზონანსი
21.08.2019

 (რეზონანსი) 26 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე „ფორსაჟი 9"-ს გადასაღები მოედანი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში, გადაღებისთვის განკუთვნილი მანქანა ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდება, მაღაზიის მეპატრონე კი სანაცვლოდ 4 მილიონიან კომპენსაციას მიიღებს.

commersant.ge-ს ინფორმაციით, სავარაუდო ობიექტები ერმენეჯილდო ზენია, ჰუგო ბოსი, გარდერობი და პოლ & შარკი იქნებია, რომელსაც საქართველოში ერთი ოფიციალური წარმომადგენელი - შპს ვიქტორია-98 ჰყავს.

„Fast and furious 9"-ს გადაღებები თბილისში 19 აგვისტოს დაიწყო და 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×