(რეზონანსი) პარლამენტარი ემზარ კვიციანი „რუსთავი 2-ში" მიმდინარე ცვლილებებს აღფრთოვანებით ხვდება და მოვლენების სწრაფ განვითარებას თავისი ფეისბუქის გვერდიდან ემხაურება: „პირველად ვდგები ეხლა და მივდივარ ტელევიზორის ჩასართავად სულ რუსთავი მექნება ჩართული!"
იგი ნდობას უცხადებს ახალ „რუსთავი 2- ს" და გიორგი სანაიას დროინდელი ტელევიზიას ნატრულობს. „აწი ინტერვიუსაც მივცემ ნებისმიერ დროს! მინდა რუსთავი 2 ისევ ისეთი იყოს როგორც გიორგი სანაიას დროს იყო" - წერს პარლამენტარი
მისი აზრით ყველაფერი შედარებითია: "მე მახსოვს რამდენი სიმართლე დააფიქსირეს მაშინ კოდორზე და ისიც მახსოვს რამდენი სიყალბე ცილისწამება გადმოგვაღვარეს მის შემდეგ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებით!კერძოდ რუსეთის კგბს დავალებით!!!გამოსწორებულიყვნენ გამიხარდებოდა მაგრამ ...... ასე თავად არჩიეს!"
"წარმოიდგინე თურქული სერიალიც არ გადავრთე. უბრალოდ ხმა გაუთიშე!" - წერს კვიციანი "ფეისბუქზე".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე