“თავისუფალ სიტყვას ერთი მიმართულებით თუ დაბლოკავ, მეორე მიმართულებით ამოვა - ტელევიზიების ბლოკირება უაზრობაა”
ია აბულაშვილი
22.08.2019

 "ჟურნალისტები ემოციური ხალხია და მათ უნდათ კიდეც საფუძველი, რომ დაიძახონ - არ დავნებდებით. მაგრამ, თუ მიზანმიმართულად ხდება ხელისუფლების მიერ, მაშინ ხელისუფთლების სტრატეგია და მისი შეცდომები უფრო სადარდებალია, ვიდრე ის, რომ თავისუფალი სიტყვა იზღუდება, რადგან თავისუფალი სიტყვა არასდროს შეიზღუდება, ის თავის გზას ყოველთვის მოძებნის" - ასე ეხმაურება პოლიტოლლოგი რამაზ საყვარელიძე მედიაში მიმდინარე მოვლენებს.

"კონსტანტინე გამსახურდია ჩოხაში გამოწყობილი და ცხენზე ამხედრებეული უშიშროების სამსახურის (კგბს) წინ ჩაივლიდა ხოლმე, ერთხალაც ლავრენტი ბერიამ ფანჯრიდან დაუძახა - კოწია, გმირად არ გადაგაქცევო, გამსახურადიას კი ჩაეცინა.

"ეს იმიტომ გავიხსენე, რომ რეპრესიები და ჩაგვრა ადამიანს ყოველთვის გმირად აქცევს. დაჩაგრული მედია კი შარავანდედით იმოსება და იმდენად წამგებიანია ხელისუფლებისთვის, რომ შეგნებულად ამაზე წასვლა მისთვის ძალიან სარისკოა.

"რუსთავი 2"-საც ბევრჯერ ახსოვს ასეთი წასვლები, მაგრამ ტელევიზია არასდროს დახურულა. შევარდნაძის დროსაც იყო პრობლემები ამ არხთან დაკავშირებით, მაგრამ კი არ წააგეს, პირიქიც მოიგეს, თუნდაც გრანტების სახით.

"ამიტომ, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე მიდის - ეს იმდენად წამგებიანია მისთვის, რომ არა მგონია შეგნებულად მიდიოდეს, რომ ყველაფერი მას დაბრალდეს. დაჩაგრული მედიიის დანახვა ძნელი არ არის და ვერც ბლოკირებას გაუკეთებ ტელევიზიებს, თავსიუფალ სიტყვას ერთი მიმართულებით თუ დაბლოკავ, მეორე მიმართულებით ამოვა.

"მითუმეტეს დღეს, როცა ასე მარტივია ახალი ტელევიზიის გახსნა და არსებობს ინტერნეტი. ამიტომ ტელევიზიების ბლოკირება უაზრობაა. აკი თქვეს კიდეც - ახალი ტელევიზიას გავხსნითო, კეზერაშვილის გარდა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ სხვა ბიზნესმენებიც, რომლებიც გულშემატკივრობდნენ იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებდა "რუსთავი 2"- გვერდში დაუდგებიან.

"რაც შეეხება "ტვ პირველს". ჟურნალისტები ემოციური ხალხია და მათ უნდათ კიდეც საფუძველი, რომ დაიძახონ - არ დავნებდებითო. არ ვიცი, მამის თემა შვილს მოეკიხება თუ არა, მაგრამ თუ ხელისუფთლება ამას მართალაც მიზანმიმართულად აკეთებს, მაშინ ხელისუფლების სტრატეგია და მისი შეცომები უფრო სადარდებელია, ვიდრე ის, რომ თავისუფალი ისტყვა იზღუდება.

"კიდევ ვიმეორებ თავისუფალი სიტყვა თავის გზას ყოველთვის იპოვნის. ამიტომ თუ ვაჟი აცხადებს, რომ ის მებრძოლია და აგრძელებს ბრძოლას, ესეც გამოჩნდება და ყველას გვეცოდინება, რომ საკითხი არა მამაზე, არამდე შვილზე და მის ტელევიზიაზე დგას.

"რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, საგაზეთო ჟურნალისტიკა უფრო მაღალი სტრანდერტების არის, ასეა მთელს მსოფლიოში და არა მგონია, რომ პრესას რაიმე სირთულეები შეექმნას. სააკაშვილი კი ამბობდა, რომ გაზეთებს არ ვკითხულობო, ივანიშივლმა კი ორჯერ ახსენა "რუსთავი 2" და ცხვირში ამოადინეს" - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×