რეზონანსი
22.08.2019

  საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა, პლუტონის ზედაპირზე აღმოჩენილ კრატერებსა და ახლო მანძილზე მყოფ სხვადასხვა საგნებს, პლანეტის შესწავლაზე მომუშავე, მსოფლიოს 14 მეცნიერის სახელი მიანიჭა, მათ შორის არის ქართველი მეცნიერი როლან კილაძე.

„როლან კილაძე ქართველი ასტრონომია, რომელმაც ერთერთმა პირველმა ჩაატარა პლუტონის დინამიკის, ასტრომეტრიული და ფოტომეტრიული ნოვატორული კვლევები",- წერია საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მკვლევარი 1931 წელს დაიბადა. აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობა 1955 წლიდან დაიწყო. სხვა ციურ სხეულებთან ერთად, აქტიურად საწვლობდა პლუტონს. მან პლანეტის თანამგზავრის - ქარონის არსებობა მის აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე ივარაუდა. მისი ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომ პლუტონი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში იყო, რაც მოგვიანებით თანამგზავრების აღმოჩენით დადასტურდა კიდეც.

როლან კილაძეს 2001-2005 წლებში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის პოსტი ეკავა. მანამდე მან პირველმა გამოითვალა პლანეტა სატურნის რგოლების სისქე და ივარაუდა რომ 2 კმ-ზე მეტი არ იქნებოდა, რაც 28 წლის შემდეგ ჩატარებულმა დაკვირვებებმა დაადასტურა. 1974 წელს მანვე პირველმა შეამჩნია პლანეტა მერკურის ატმოსფერო. 1975 წელს როლან კილაძემ გედის თანავარსკვლავედში აღმოაჩინა ახალი ვარსკვლავი (Nova Cygni). 1996 წელს ერატ-ერთ მცირე პლანეტას როლან კილაძის სახელი მიანიჭა.

ქართველი ასტრონომი 2010 წელს გარდაიცვალა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×