"როგორც ჩანს, "რუსთავი 2"-ის საქმე მოაგვარეს და დადგა "ტვ პირველის" საკითხი. როგორც კი დაიწყო საუბარი 17 მილიონზე, მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო ეს მიმართული "ტვ პირველზე" გასასვლელად. ვნახოთ, როგორ გამოუვათ."
აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც "რეზონანსი" ქართულ მედიაში და მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": ექსპერტთა აზრით, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს მედიაზე და ბიზენსწრეებზე შეტევის მცდელობას, რომლებიც ხელისუფლებას მორჩილებას არ უცხადებენ. იზიარებთ ამ მოსაზრებს?
ვახტანგ ძაბირაძე: 20 ივნისის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში დაიწყოს მკაცრი ხელის გატარების პოლიტიკა და გამოაჩინა ბრჭყალები. როგორც ჩანს, "რუსთავი 2"-ის საქმე მოაგვარა და დადგა "ტვ პირველის" საკითხი.
17 მილიონზე როგორც კი დაიწყო საუბარი, მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო ეს მიმართული "ტვ პირველზე" გასულიყვნენ. ისეთი თემა იყო, გასვლა შეიძლებოდა და გადაწყვიტეს დაარტყან "ტვ პირველს". რჩება რამდენიმე ტელევიზია და არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ტელევიზიებსაც მიადგენ.
რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, პრესა იმდენად დამოუკიდებელია, რომ გაუჭირდებათ. თანაც პრესა დღეს არ არის იმ მასშტაბის მატარებელი, როგორც ტელევიზია. მაგრამ ვნახოთ, როგორც გამოუვათ, რადგან ხლისუფლება იმეორებს გუშინდელ სვლებს, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება. იგი წარსულში ცხოვროებს და არა დღევანდელ რეალობაში.
"რ": საბანკო ანგარიშები დაყადაღებული აქვთ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, რასაც ხაზარაძე მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. თქვენი აზრით, ამ ვითარებაში როგორც შეძლებენ შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე და შექმნან ახალი მოძრაობა?
ვ.ძ: თავის დროზე ივანიშვილსაც დაუყადაღეს ყველაფერი, ანტენებიდან დაწყებული. პარალელს კი არ ვავლებ ხაზარაძესა და ივანიშვილს შორის, ხაზარაძეს ის რეიტინგი არ აქვს, რაც ჰქონდა ივანიშვილს, მაგრამ ხაზარაძეს ექნება ის ფინანსები, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოოს.
მაგრამ, მთავარი ფინანსური კაპიტალი კი არა, ადამიანური რესურსებია, რამდენად მოიზიდავენ ამომრჩეველს. ამას კი სჭირდება გუნდი, რომელიც საზოგადოების ნდობის მოპოვებას შეძლებს. პოტენციალი რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოტენციური ამომრჩეველი ხაზარაძის განკარგულებაში იქნება.
"რ": საარჩევნო კამპანია ახსენეთ. "გაერთიანული ოპოზიცია" წინასაარჩევნო კამპანიას მიხეილ სააკავშილის სამოქმედო გეგმით იწყებს, რომელსაც "ვარშავის გეგმა" ჰქვია და მიზნად ისახავს ქვეყნის წარმატებულ სახელმწიფოდ გადაქცევას. სააკაშვილი ამბობს, რომ ცვლილებებს შეიტანს საგადასახდო სისტემაში, საქართველო ერთადერით ქვეყანა იქნება ევროპაში, რომელსაც ეყოლება მცირე ზომის მთავრობა, გააუქმებს ციხეებს და ა.შ.
ვ.ძ: დეტალურად ამ გეგმას არ გავცნობილვარ, თუცმა, ის პუნქტები, რომელიც წარმოდგენილია ამ გეგმაში, მთლიანად პოპულისტურია და სააკაშვილი დღეს სრულიად საწინაღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამს.
მას შეეძლო ეს იდეები განეხორციელებინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაგრამ არ გააკეთა. გეგმა შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ნდობა, რომ საააკაშვილი ამას გააკეთებს, პირადად მე არ მაქვს.
თუ ცალკეულ პუნქტებს შევეხებით, როგორც გადასახადების გაუქმება, ისე ციხეების თემა პიარია. მცირე მთავრობის შექმნაც სააკაშვილის იდეა არ არის, ამის პრეცენდენტები უამრავია მსოფლიოს ქვეყნებში.
ასე რომ, სააკაშვილის გეგმით "საქართველოში ვერ გათენდება". არ ვიცი, ვინმე თუ მეტყვის, რომ დღევნადელი "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ქმედებებით, განცხადებებით, აგრესიით 2008-2012 წლებისგან რაიმეთი განსხვავდება.
"რ": წინასაარჩევნო სამოქმედო გეგმა "ოცნებას" ჯერ არ წარმოუდგენია, თუმცა საუბრები მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე აქტიურდება...
ვ.ძ: "ოცნება" ჯერ-ჯერობით წინასაარჩევნო კამპანიას არ იწყებს, ის დაკავებული არის გავლენების მოპოვებით და ცდილობს საარჩევნო პოლიტიკური ველის დაფლობას.
რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს ველოდები, მაგრამ, სამთავრობო გუნდის შეცვლა რამდენად მოუტანს პოლიტიკურ დივიდენდებს, ეჭვი მეპარება.
მეეჭვება ისიც, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მმართველმა გუნდმა რაიმე სერიოზული სვლები გააკეთოს. თუ საერთოდ გააჩნია სამოქმედო გეგმა ან პროგრამა ეს შემოდგომაზე ან გაზაფხულზე მაინც უნდა წარმოადგინოს.
"რ": შემოდგომაზე ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აანონსებს.
ვ.ძ: ოპოზიცია ტყუილად იქადნება, მათ არა აქვთ დიდი რესურსი, რომელიც ზიანს მიაყენებს ხელისუფლებას, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ სიტუაცია დაიძაბოს. მაგრამ თუ "ოცნება" ჩათვლის, რომ მას აწყობს იგივე სისტემით ჩატარდეს არჩევნები, ანუ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ამას დაჟინებით მოითხოვს ოპოზიცია, შეიძლება დათანხმდეს. ან სულაც ისევ "ნაციონალების" კარტი გაათამაშოს, თუ მე ხმას არ მომცემთ, ისევ "ნაციონალები" დაბრუნდებიანო.