"გვარამიას აქვს უფლება გახსნას ახალი ტელევიზია და მისი ამბიციაც დაკმაყოფილდება, მაგრამ რა პერსპექტივა ექნება, არ ვიცი. დიდი პროპაგანდისტული ტელევიზია რომ ვეღარ იქნება, ფაქტია, შეიძლება "ნაციონალების" ბუტკა იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ ახალი ტელევიზიის გასხნა ხელისუფლების ინტერესებშიც შედის" - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "რუსთავი 2"-ისა და "ტვ პირველის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
"ის, რაც მოხდა გარდაუვალი პროცესი იყო, მაგრამ პროცესი უნდა ყოფილიყო სამართლებრივი და არა პოლიტიკური. 2012 წელს როცა თქვეს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი იწყებაო, მაშინ უნდა დაებრუნებინათ ყველა მესაკუთრისთვის სააკაშვილის მიერ წართმეული ქონება და არა მაშინ, როცა ივანიშვილი გაბრაზდებოდა.
სააკაშვილმა, 2004 წლიდან ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში ყველა ტელევიზია გაენადგურებინა, რომელიც მას არ ექვემდებარებოდა. "რუსთავი 2" "ნაციონალურ მოძრაობას" დაუქვემდებარა და მის რუპორად აქცია. ტრაგედია ის კი არ არის "რუსთავი 2" დაიხურება თუ არა, ოპოზიციური მედიის გარეშე არ უნდა დარჩეს ქვეყანა და ყველა პოლიტიკური ძალას თანაბრად უნდა დაეთმოს ეთერი. თუ ოპოზიციური სივრცე არ იქნება, მაშინ პროტესტი რუსთაველზე ამოხეთქვას.
გვარამიას ახალ ტელვიზიასთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ აქვს უფლება გახსნას ახალი ტელვიზია და მისი ამბიციაც დაკმაყოფილდება. მაგრამ ამ ტელევიზიის გახსნა ადრევე რომ იგეგმებოდა, ეს ფაქტია; ჯერ ერთი, რომ თურმე გვარამიას ეს ტელევიზია მარტში დაურეგისტრირებია, ანუ თავიდანვე იცოდნენ, სტრასბურგი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა და ეს გადაწყვეტილება მათთვის შოკი ნამდვილად არ ყოფილა. თანაც ბოლო თვეების განმავოლობაში თუ დააკვირებოდით, არხზე სულ იყო ასეთი განცხადებები "რუსათვი 2" კი არა "მთავარი არხიო"; ანუ მაყურებელს თავიდანვე უდებდნენ თავში, რომ "მთავარი არხი" დაფუძნედებოდა. ვისი ფულით ხსნის ტელევიზიას გვარამია, არ ვიცი და არც ის, რა პერსპექტივა ექნება, მაგრამ დიდი პროპაგანდისტული ტელევიზია რომ ვეღარ იქნება, ეს ფაქტია. შეიძლება "ნაციონალების" ბუტკა იყოს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახალი არხის გახსნა ხელისუფლების ინტერესში შედიოდეს.
რაც შეეხება კეზერაშვილს და მის განაცხადს ახალი ტელევიზიის შექმნაზე, კაცი ძებნაშია და აცხადებს, რომ ტელევიზია უნდა გავხსნაო. ტარიელ ონიანმა რომ მოინდომოს ტელევიზიის გახხსნა, ეს რა იქნება. თუ არ გაახსნევინებენ, მაშინ თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება? ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, რომ ტელევიზია იქნება თუ პარტია, ყველა დაფინანსების წყარო გაკონტროლდეს და გავიგოთ სად არის შავი ფული და სად არა. მე პარტია რომ მაქვს და წელებზე ფეხს ვიდგამ, ყველა კაპიკი რომ გამჭვირვალეა, სხვას შავი ფული სეიფში რატომ უნდა ედოს და როცა მოუნდება ტელევიზია მაშინ გასხნას.
"ტვ პირველი" ვისი ფულით ფინანსდება და ვისი ფული შედის, არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკაში იმხელა გამოცდილება მაქვს, რომ სიუჟეტების მიხედვით ვგრძნობ... როცა "ტვ პირველი" ერთ ოთახში იყო, მაშინ ყოველ დღე მირეკავდნენ და დილის, შუადღის და საღამოს ეთერში ვიყავი, როცა ფული იშოვეს, წელიწადზე მეტია მათ ეთერში აღარ ვყოფილვარ. ეთერის უმეტესი დრო სხვა პარტიებს ეთმობა, თუნდაც ბოკერიას, ჩორგოლეიშვილს საერთოდ გადაცემა მიჰყავს. ისე, "ტვ პირველის" ისტორიას თავი ბოლომდე არ აქვს ახდილი, ხმამაღალი განცხადებები "არ დავნებდებითო", თუ პოლიტიკური მოტივი გამოირიცხა, მოუწევთ პოზიციის დათმობა" - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.