რეზონანსი
23.08.2019

 

„იქ სადაც რაღაც მთავრდება, უფრო საინტერესო იწყება", - ამის შესახებ პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მას ტელეკომპანია „რუსთავი2" - ში უამრავი მეგობარი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა, წარმატებებს უსურვებს.

„მე არ მიხარია რუსთავის 2-ის პრაქტიკულად იმ ფორმით დასრულება, როგორც მოხდა. არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ტაშს უკრავს, ზოგადად რომელიმე მხარის მარცხს. ზუსტად ისე არ მესმის, როგორც ის არ მესმოდა, როცა მეორე მხარე ამტკიცებდა, რომ ეს ტელევიზია მიუკერძოებელია...

ხარვეზები, მეტიც, შეცდომებიც ბევრი იყო, მაგრამ კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში ყველაფერი გამოსწორებადია... მწვავედაც გამიკრიტიკებია გადაჭარბებული გადაცემები, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ამ გუნდს უნდა ეარსება...

ისე, გზა მერე გამოჩნდება, როცა ურემი გადაბრუნდება... იქ, სადაც რაღაც მთავრდება, უფრო საინტერესო იწყება...

უამრავი მეგობარი მყავს რუსთავი2-ში... ყველა მათგანი ძალიან მიყვარს და ვაფასებ... მეგობრების შეცდომებს არ ვითვლი...

სადაც არ უნდა წავიდნენ, წარმატება და მეტი ობიექტურობა... იმ შენობასაც იგივეს ვუსურვებ, რომელიც დღემდე მხოლოდ თურქული სერიალების ამარად დარჩა!.."

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2" წამყვანმა ჟურნალისტებმა 3 დღის წინ დატოვეს. სულ არხი 60-მდე ჟურნალისტმა დატოვა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×