გორის მერი კონსტანტინე თავრაზაშვილი სოციალურ ქსელში სოფელ საყავრესთან ხანძრის ქრობის სამუშაოების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. რამდენიმე ფოტოზე გორის მერი თავად მონაწილეობს ხანძრის ჩაქრობაში.
„სოფელ საყავრესთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში მაშველ - მეხანძრეებთან ერთად ერთ - ერთი პირველები გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჩაერთნენ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იღებს მონაწილეობას. იმედი მაქვს ხანძრის ლიკვიდაცია მალე მოხდება", - წერს მერი.
გორის მერის კონსტანტინე თავრაზაშვილის სახელი ბოლოს გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენების დროს გაჟღერდა.მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ოკუპანტების მიერ საზღვრის გავლების პროცესის დროს ის გონიოს სანაპიროზე იმყოფებოდა.
„მე მთლიანად საქმის კურსში ვიყავი და ვფლობდი სიტუაციას. აქ არიან მერიის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრი, არიან სპეციალისტები და ყველანაირი ინფორმაცია მქონდა. დავბრუნდი და შევუდექი ახლა ჩემს საქმიანობას", - თქვა მაშინ მერმა
ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
წყარო: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე