თამარ შუკვანი
23.08.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების" დღეს 152 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საარჩევნო უბნები გაიხსენება მათ შორის მოსკოვსა და ჩერკესკში (ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიის დედაქალაქი). სოხუმში დიდი იმედი ჰქონდათ, რომ უბნებს თურქეთშიც გახსნიდნენ, სადაც დიდი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს, თუმცა, როგორც ჩანს, ამაოდ.

"ოფიციალური" ვერსიით ეს თავად აფხაზურმა ცესკომ არ დაუშვა. ამის შესახებ თურქეთში აფხაზეთის არაოფიციალურმა წარმომადგენელმა ვადიმ ხარაზიამ „სპუტნიკს" განუცხადა.

„დარღვევები არ ყოფილა. აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნებამდე ოცდაათი დღის განმავლობაში შეიქმნა კომისია და უნდა დაინიშნა კომისიის თავმჯდომარე. ერთადერთი ის იყო, რომ 2 აგვისტოს ცესკოს ვთხოვეთ საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის გადატანა სტამბოლიდან საქარიამდე. და მხოლოდ 22 აგვისტოს გაგვცეს პასუხი, რომ ამის გაკეთების უფლება არ აქვთ, რადგან არღვევენ კანონს, მაგრამ ეს კანონით არსად არის მითითებული, "- თქვა ხარაზიამ.

მისი თქმით, ფიზიკურად დროულად ვეღარ მოხდებოდა „არჩევნების" ორგანიზება სტამბოლის ამ უბანზე. საქარიაში უბნის გადატანა დაგეგმილი იყო იმის გამო, რომ ეთნიკურად აფხაზები იქ კომპაქტურად ცხოვრობენ და იქ გაიმართებოდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღესასწაული.

მისი თქმით, საქარიაში 54 აფხაზური სოფელია განლაგებული, სადაც დაახლოებით 60 ათასი აფხაზი ცხოვრობს.

„ჩვენ გამოგვიგზავნეს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომ არჩევნები იქ ჩატარებულიყო. ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან განცხადება არ გაგვაჩნია, რომ არჩევნები აქ არ ჩატარდება," - განმარტავენ ცესკოს პრესსამსახურის განცხადებას.

ცნობისათვის, „საპრეზიდენტო არჩევნები" აფხაზეთში მიმიდინარე წლის 25 აგვისტოს გაიმართება, სადაც აფხაზეთის „პრეზიდენტს" ხუთი წლის ვადით აირჩევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×