"უგულავასა და ჩორგოლეიშვილის დაპირისპირების არ მჯერა, რაღაც თამაშს აქვს ადგილი. თუ ასე არ არის, მაშინ თქვას უგულავამ, რომ ემიჯნება ბოკერიას, თორემ მეგობრის ცოლზე ჭორაობა ცოტა არ იყოს უხერხულია" - ასე ეხმაურება პარტია "კანონი და სამათალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში თამარ ჩორგოლეიშვილისა და გიგი უგულავას პოლემიკას.
"25 წელია ვუყურებთ, პოლიტიკოსები ერთმანეთს როგორ უპირისპირდებიან და მერე ერთად როგორ ქეიფობენ, ამიტომ ამას აღარავინ აღარ იჯერებს. არც მე მჯერა გიგი უგულავასა და თამარ ჩორგოლეიშვილის დაპირისპირების, რაღაც თამაშს აქვს ადგილი, ჩემს გარშემოც ყველას ეს აზრი აქვს. მაშინ, თუ გამიჯვნაა, უგულავამ ეს ხმამაღლა უნდა თქვას, რომ ემიჯნება ბოკერიას, თორემ მეგობრის ცოლზე ჭორაობა ცოტა არ იყოს უხურხულია.
არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უგულავა, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი "გაერთიანებულ ოპოზიციაში". ისე, არა მხოლოდ მას, ყველას შეუძლია, აგერ ბატონო არის გამზადებული "გაერთიანებული ოპოზიცია" და შემოურთდნენ. თავიდანვე რომ აცხადებდნენ, ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ევროპული ძალაო, ამის შანსი რომ არასდროს ჰქონდათ არ იცოდნენ?
საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაადასტურა, 900 ათასი ხმა ვაშაძემ მიიღო თუ "ევროპულმა საქართველომ"? მათაც ხომ ჰყავდათ საპრეზიდენტო კანდიდატი და ვის გამოუცხადა ნდობა საზოგადოებამ? ახლა მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი არ აქვთ და მათან ევროპული ძალები არ გაერთიანდებიან?
ბიძინა ივანიშვილს ყელში "გაერთიანებული ოპოზიცია" აქვს გაჩხერილი, "ევროპული საქართველო" კი არა და ყველაფერს აკეთებს, რომ დაშალოს, მაგრამ ვერ დაშალა. ჩორგოლეიშვილი-ბოკერია დაანგრევენ? უახლოეს დღეებში ჩვენ უფრო მძლავრად დავიწყებთ მოძრაობას, შევიკრიბებით და რა თქმა უნდა, სააკაშვილის სამოქმედო გეგმასაც განვიხილავთ, რაც მოსაწონი და მისაღები იქნება იმას დავტოვებთ.
რაც შეეხება მედიაში შექმნილ ვითარებას, საშინელი მდგომარეობაა, სადაც ხელი მიუწვდათ, ყველაფერი გაანადგურეს. შეიძლება ქვეყანა ოპოზიციური არხის გარეშე? რამდენი დღეა "კურიერი" აღარ გასულა ეთერში; რაღაც ინფორმაციები მეც მაქვს და ვიცი, რომ ძალიან მაგარ ტელევიზიას გახსნის გვარამია, ის ჭკვიანი კაცია და ამას შეძლებს. თანაც ძლიან ბევრი ადამიანი დაუდგება გვერდით. ეს უკვე ბიზნესი აღარ არის, ეს არის ღირესების საქმე, ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა.
ადამიანების თვალების დათხრის შემდეგ, ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ეჭვი არ მეპარება, რომ "ტვ პირველიც" დააწიოკოს, ტიპმა ყველაფერი ჩაიდო ჯიბეში. მაგრამ უფრო მძიმე შედეგები დაუდგება და ეს კაცი აუცილებლად წავა საქართველოდან. არ წავა და შევაკვდებით. ფარჩაკად ყოფნას ყველაფერი გვირჩევნია" - განაცხადა "რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.