რეზონანსი
23.08.2019

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხელვაჩაურის დეპუტატი, წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე. ხელვაჩაურის საკრებულოს „ქართული ოცნების თავჯდომარის მოადგილე ჯამბულ თავართქილაძესთან ერთად ბრალდებული იყო ზაზა თავართქილაძეც, რომელსაც ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა მას პროკურატურა ქრთამის აღებაში დახმარებას ედავება. ბრალდებულები არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის მიმართ საქმე არის აღძრული სისხლის სამართლის კოდექსიოს 338-ე მუხლით, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 11-დან 15 წლამდე-მდე პატიმრობა ემუქტრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×