რეზონანსი
24.08.2019

 რუსთაველი მგზავრი ქეთი ბეშიძე შეესწრო ფაქტს როდესაც მიკროავტობუსის მძღოლები მგზავრის გამო ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მისი თქმით, საქმე იქამდე მივიდა, რომ მიკროავტობუსის მძღოლებმა ავტომობილები გააჩერეს და საქმის გასარჩევად გავიდნენ.

"დილით დაახლოებით 11:30-ზე ჩავჯექი რუსთავი დიდუბე-გლდანის ტრანსპორტში. ავტობანიდან უკვე შევნიშნე ყვითელი ფერის "მარშრუტკა", რომელიც ცდილობდა გზა არ დაეთმო ჩვენი მძროლისთვის. (როგორც შემდეგ გაირკვა უთანხმოება და დაპირისპირება მგაზავრების გამო მოუვიდათ) ფონიჭალა-ორთაჭალის ტრასამდე ცდილობდნენ ერთმანეთისთვის გადაესწროთ თუმცა ჩვენს წინ მდგომი ყვითელი ფერის მარშუტკა გზას არ უთმობდა მძღოლს და ორივე ხაზში მოძრაობდა, რასაც უკვეე ტრანსპორტში მსხდომთა არშფოთება და თხოვნა მოყვა გაჩერებულიყვნენ, მაგრამ მძღოლმა არ შეისმინა, რის შემდგენაც ფონიჭალა-ორთაჭალის ტრასაზე მძღოლები გადმოვიდნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც მარშუტკაში ითქვა 96- ნომრის მძღოლს ხელში ეჭირა დიდი "ატიორკა", რასაც ხალხის კიდევ უფტრო მეტად დაპანიკება და ბავშვების ტირილი მოჰყვა. 

შემდეგ მძღოლები დაუბრუნდენ საკუთარ "მარშრუტკებს", მაგრამ დაპირისპირება ისევ გააგრძელეს და მერე უკვე სანაპიროსთან შევამჩნიეთ, რომ 96 ნომერი იყო უკვე დაცლილი და ჩვენ მარშუტკას წინ ისევ არ ატარებდა და უკვე ტრანსპორტიდანვე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მძღოლებს შორის", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში ქეთი ბეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×