რეზონანსი
24.08.2019

 მსახიობი ნიკა ქაცარიძე, რომელიც ერთი პერიოდი პოპულარულ სერიალ "შუა ქალაქშიც" თამაშობდა, პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძეს ემუქრება:

"ჩემმა პროფესიამ ადამიანების ცნობა მასწავლა. ვხვდები, ვინ როგორი პიროვნებაა, კეთილია, ბოროტია, სუფრასთან როგორია… კაცს, რომელსაც არ შეუძლია, დედის სადღეგრძელო წარმოთქვას, ის რა კაცია, რაზე უნდა ელაპარაკო? არადა, ასეთი ადამიანებითაა გაძეძგილი ეს ქვეყანა. ჩვენს რეალობაში პოლიტიკოსები, მსახიობები, მწერლები სულ ერთმანეთს “უძვრებიან”, ათას სიბინძურეს ვუყურებთ. 

გუბაზ სანიკიძეზე მაქვს მაგრად აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო. ტრ…ია (ძალიან გთხოვ, ასე დაწერე). ადამიანი ასე არ უნდა დაეცე, არ უნდა გაიხრწნა, არ უნდა გაბოროტდე. შენი კომფორტული გარემოს მოსაწყობად, ქვეყანა არ უნდა გამოიყენო. ბიძინა ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა.

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის პატრიოტიზმი “პუტინ ხუილოს” ძახილში გამოიხატება. მეტი არ იციან, მეტი განათლება არა აქვთ. განათლებული ადამიანი პროტესტის ამ ფორმას არ აირჩევს. დღეს გამოხატვის თავისუფლება თავხედობაში აქვთ გადასული. ყველაზე დიდ პროტესტს უმოქმედობა იწვევს. ობიექტურად რომ შევხედოთ, ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება, მაგრამ აფიშირება ნაკლებად ხდება. ხალხი კი დაპირებების ასრულებას ელოდება.

ეს “ჯოს! ჯოს!” აღარ უნდა დამთავრდეს? ალბათ ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ… იმ დღეს მეც “დასაბმელი” ვიყავი, მაგრამ ხალხის გულწრფელი ემოცია პოლიტიკოსებმა ცუდად გამოიყენეს. ეს რევოლუციები და მთავრობის სახლის აღება აღარ უნდა დამთავრდეს"

გზა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×