იტალიაში ბოლო რვა კვირის განმავლობაში 100 ტურისტი იქნა დაჯარიმებული საზოგადოებრივ ადგილებში "ანტი-სოციალური" ქცევისათვის. აკრძალვები მიმდინარე წლის 19 ივნისიდან დაწესდა. ჯარიმა კი დაახლოებით 150-350 ევროს შეადგენს.
მაგალითად, ვენეციაში დაჯარიმდა მამაკაცი, რომელსაც ცენტრალურ პარკში ეძინა. სამი ფრანგი მამაკაცი, რომლებმაც ველოსიპედით მოაჯირები მოაწყვეს და ბელორუსი ქალბატონი, რომელიც შადრევანში გადახტა. ასევე დააჯარიმეს რიალტოს ხიდის ძირში ყავის დასალევად ჩასული გერმანელი წყვილი.
დაჯარიმებულთა შორის არის რუმინელი ქალბატონი, რომელიც ცდილობდა ფულის შეგროვებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების არარსებული დახმარების ცენტრში. ის არ იყო ტურისტი, თუმცა ახალი წესები ასევე მოიცავს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა: მოწყალების თხოვნა, პროსტიტუცია და ნარკოტიკული საშუალებების მიღება, რაც, კრიტიკოსთა თქმით, უფრო გონივრული აკრძალვაა, ვიდრე დამსვენებლებისთვის ჯარიმის დაწესება, რომლებიც განზრახ ზიანს არავის აყენებენ.
ასევე დაჯარიმდა ბენგალის სამი მოქალაქე, რომლებმაც ვენეციაში, კერძოდ პაპადოპოლის ბაღებში პიკნიკი მოაწყვეს. ლიტვიის ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი, რომლებიც „სკუტერს აყენებდნენ." პოლიციის თქმით, ისინი ქმნიდნენ დაბრკოლებებს და საფრთხეს უქმნიდნენ საცალფეხო მოძრაობას.
უამრავი ტურისტი ასევე დააჯარიმეს საზოგადოებრივ ადგილებში დაძინების გამო. მათ შორის არიან 20-დან 23 წლამდე ასაკის ოთხი თურქი დამსვენებელი, რომლებიც პაპადოპოლის ბაღებში დაბანაკდნენ. კიდევ ერთი 42 წლის ტურისტი ქალბატონი, რომელიც ქუჩაში ნასვამი მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე, დააჯარიმეს ქალბატონი ბიკინის ტარების გამო ქუჩაში.