რეზონანსი
25.08.2019

 (რეზონანსი) „უტიფრად ბედავს აქეთ დაამუნათოს ხალხი მის ღრეობაზე რომ არ მივიდა არავინ“,- გიგი უგულავა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება:

„როცა კონსტიტუციის ყველა ნორმას არღვევს შენი დამსმელი, მაგ ფარისევლობაში მონაწილეობა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა. ეს სუბიექტი მაინც განსაკუთრებული უმსგავსოება გამოდგა. უტიფარი-ბედავს აქეთ დაამუნათოს ხალხი მის ღრეობაზე რომ არ მივიდა არავინ. სახარებიდან ერთ რჩევას მოგცემდით - გააღეთ სასახლის კარი და ყველა გამვლელი მოიწვიეთ, მაგრამ არც მაშინ მოვა ვინმე, რადგან თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი“- წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრებიდან ყველა არ მივიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×