(რეზონანსი)დიზაინერი დემნა გვასალია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბალენსიაგას ახალ ოფისში მისი დამსახურებით მუსიკა ხმამაღლა ჟღერს.
„სიჩუმის ფობია მაქვს. იმ მომენტიდან, როცა ვიღვიძებ, მუსიკას ვრთავ. ბალენსიაგაში ახალი ოფისი მომიწყვეს, მკითხეს რამე ხო არ მაკლდა და მე ვუპასუხე: სპიკერები!! მუსიკა ხმამაღლა უნდა მქონდეს ჩართული, სხვანაირად ვერ ვმუშაობ. თანამშრომლებს თავიდან უჭირდათ, მაგრამ თანდათან ეჩვევიან - წერს დემნა გვასალია.
დიზაინერი მის მიერ შექმნილი ჩანთისა და ფეხსაცმლის ფოტოსაც აქვეყნებს. გარდა ამისა, მან ბოტასებს ქართულ ენაზე მწვადი დააწერა, რომლის ამსახველ ფოტომასალას თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე