რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×