რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) ჯანდაცვის სამინისტრომ სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგები გამოაქვეყნა.

შემოწმებულია 29 ობიექტი, ყველა ობიექტზე გამოვლინდა არსებითი/კრიტიკული შეუსაბამობები.

29-ვე ობიექტზე გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა, ასევე 9 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, 14 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 310 000 ლარის ოდენობით.

შპს „ჯითი გრუპი ნუცუბიძე", შპს „კარკასი", შპს „პიენო", შპს „ანრი 2016", შპს „ანი", შპს „ლიდერ გრუპი", შპს „ჰილს დეველოპმენტი", შპს „რეგიალი", შპს „გაბ ჯორჯია", შპს „პეტრა", შპს „მაქრო ქონსტრაქშენ", შპს „ახალი სკოლა", შპს „კონსოლი", შპს „ლეველი", შპს „ცერერა", შპს "ომპაქტ დეველოპმენტი+", ამხანაგობა გერგეთი 2019, ამხანაგობა ამქარი, ამხანაგობა „იმედი ჰაუსი", შპს „ეკო დეველოპმენტი", შპს „ალუ", შპს „ისანი", შპს „მ2 მთაწმინდაზე", შპს „მანუ", შპს „ვესტ საიდ", შპს „ნიუ ჰორიზონ", შპს „5მ ინშაათ", შპს „ნინო", პს „ხალედ ალრაჯჰი ჰოლდინგ კომპანი".

ძირითადი დარღვევები, რომლებმაც კომპანიების დაჯარიმება გამოიწვია: რისკების შეუფასებლობა; სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა); არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×