რეზონანსი
27.08.2019

  ჭალადიდის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ხეს. დაშავდა სამი ადამიანი და გარდაიცვალა ერთი მცირეწლოვანი.

ავარია ხობის მკვიდრ მანუჩარ ლატარიას მოუვიდა, აცხადებს თვითმხილველი. შეჯახების შედეგად გარდაიცვალა მისი დის შვილი, 2 წლამდე ასაკის ბიჭი, ხოლო და მძიმე მდგომარეობაში ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×