ია აბულაშვილი
27.08.2019

 „სამთავრობო ცვლილებეთან დაკავშირებთი განხილვა გუნდის შიგნით არ ყოფილა. პირადად მე არანიარ შეხვედრას, სადაც ამ საკეითხზე რაიმე მსჯელობა შეიძლება გამართულიყო, არ დავსწრებივარ. ამიტომ გამიჭირდება დავადასტურო ან უარვყო იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებეზე.

გავრცელებული ინფორმაციით, შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება, ლარის კურსს და მოუგვარებულ ეკონომიკურ პრობლემებს დიდი ალბათობით შეეწირება ეკონომიკური გუნდის მინისტრების პორტფელები. ასევე თანამდებობას დატოვებს პრემრე-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც მუშაობას ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს. პრემიერ-მინისტრის თანამდეობას კი სავარაუდოდ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაიკავებს.

„არავინ თავის სკამებს გამოკიდებული არ არის და თანამდებობები შეიძლება ნებისმიერ დროს დატოვონ. ამ წლების მანძილზე სამთავრობო ცვლილებები არაერთხელ მოხდა და გამორიცხული არც ახლა არის. ეს იქნება ამ თვეში, მომავალ თვეში თუ ზოგადად, ვერ გეტყვით. ჯერ-ჯერობით ამ საკითხთან მიმართებაში გუნდის შიგნით განხლვა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში მე არ დავსწრებივარ იმ შეხვედრას, სადაც შეიძლებოდა ამ საკითხზე მსჯელობა გამართულიყო. ამიტომ სავარაუდო კანდიდატებზე საუბარი ვფიქრობ ნაადრევია. დადგება სექტემბერი, შევუდგებით მუშაობას და შემდეგ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, - გაანცხადა „რეზონანსთან“ ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×