„მამუკა ხაზარაძის მხრიდან ეს არის პოლიტიკური განაცხადი. ის დარწმუნებლია, რომ მას აქვს ძალიან მძიმე არგუმენტები. მაგრამ ეს დებატები არ შედგება. გასაგებია, რომ არ მივა, არ მისული კი მარცხდება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშივილს დებატებში იწვევს. მისი თქმით, ის თანახმაა ტელევიზიაში მივიდეს და პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან ერთად განიხილოს რაზე იყო შეთანხმება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.
„რადგან ბევრი კითხვა დაგროვდა საზაოგადოებაში, ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში. შეიძლება ეს იყოს „იმედი“ და ვისაუბროთ ღიად - რა წინაპირობა ჰქონდა, რა მოლაპარაკება იყო, ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას, ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს. „დალაგებები“ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
„რასაც დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძეს ედავებიან, ეს არის სრული სიგიჟე, მითუმეტს ბოლო მოვლენები, როცა უნდათ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაუყადაღონ ანგარიშები, თანაც ამდენი წლის წინანდელ საქმეზე. ამას საერთოდ სახელმწიფო აღარ ჰქვია.
„მამუკა ხაზარაძემ გააკეთა პოლიტიკური განაცხადი. მას ძალიან მძიმე არგუმენტები აქვს. ეს არის პოლიტიკური სვლა. მაგრამ ეს დებატები არ შედგება. გასაგებია, რომ არ მივა, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, არ მისული კი მარცხდება. ასე რომ, ამ დებატებიდან დიდ თეორიებს ნუ ავაგებთ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.